მინაშვილი: სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პატიმრობაში, მოლაპარაკების სივრცე “ოცნებასთან” შეიზღუდა

სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პატიმრობაში, მოლაპარაკების სივრცე “ოცნებასთან” შეიზღუდა, – ამის შესახებ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული, “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის თითქმის ათსაათიანი შეხვედრის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკო მინაშვილი საუბრობს.

დღეს “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას.. გამოჩნდა, რომ “ოცნებას” არ აინტერესებს არც საქართველო, არც მისი მოქალაქეები, არც ჩვენი ქვეყნის ბედი.. ორი მთავარი საკითხი იყო რაზეც ვერ მოხდა მათი დათანხმება, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ..ამ კრიზისში მთავარი პასუხისმგებელია ხელისუფლება.. სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პატიმრობაში, მოლაპარაკების სივრცე “ოცნებასთან” შეიზღუდა, – ამბობს აკო მინაშვილი.

„იყო ორი მთავარი საკითხი, რაზეც ვერ მოხდა „ქართული ოცნების“ დათანხმება, ეს არის მთავარი საკითხი იმ კრიზისის გადასაწყვეტად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მძიმედ, პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გამოშვება და ზოგადად პოლიტიკური დევნის დასრულება ქვეყანაში. მეორე საკითხი იყო ვადამდელი არჩევნები. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მათში ძალიან რთულია მოლაპარაკების რესურსის მოძებნა, ამიტომ ეს იქნება ძალიან მაღალი ფასი. პოლიტიკური ფასი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ და გარდა საერთაშორისო წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, ბუნებრივია, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ახლად მიმდინარეობს, თუმცა ეს გახდება უფრო ფართო და უფრო ინტენსიური“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისივე თქმით, მთელი ამ კვირის განმავლობაშ ყველა კარგად ხედავდა, რომ ქვეყნის პარტნიორები, ევროკავშირში ყველა თანამდებობის პირი საუბრობდა, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.

„ამ კრიზისში მთავარი პასუხისმგებელია ხელისუფლება, დღეს ხელისუფლებამ გვაჩვენა უპასუხისმგებლობა, მათ არ აინტერესებთ მოქალაქეების ბედი და მოქალაქეების ინტერესი. მინდა გითხრათ ჩვენი გეგმა, ჩვენი პოზიცია იმ მომენტამდე, ვიდრე ნიკა მელია არის დაკავებული და არის პატიმრობაში, ვიდრე გიორგი რურუა არის პატიმრობაში ამ მოლაპარაკების სივრცე „ქართულ ოცნებასთან“ გარკვეულწილად შეიზღუდა“, – განაცხადა მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: მე ვიტყოდი პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე