ჯაფარიძე: ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე

„მიმაჩნია, რომ ამ პროცესში წარმოჩნდა ოპოზიცია, როგორც უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილი და მზად, მაგრამ იგივე ჩვენ ვერ მივიღეთ მეორე მხრიდან. რიგი წინადადებები მედიატორის მხრიდან იყო მისაღები, ოპოზიციისთვის, არ იყო მისაღები „ქართული ოცნებისთვის“. ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა, ამ ეტაპზე პროცესი შეჩერდა. ჩვენი მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ ვითარებას ბრიუსელში, ჩვენ დიალოგში ჩართული ვიქნებით მუდმივად, ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე და ამან არ მოგვცა საშუალება, რომ გაგვეკეთებინა გარღვევა. მინდა მაინც გითხრათ, რომ ევროკავშირის რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად და ეს არის მნიშვნელოვანი იმედის მომცემი ფაქტორი, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ამ პროცესის ერთგული, რასაც ჰქვია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ აუცილებლად, საბოლოო ჯამში განვმუხტავთ ამ კრიზისი, ოღონდ ამისათვის „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: „ქართულ ოცნებას“ არ უნდა არანაირი შეთანხმება
შემდეგი სტატიამინაშვილი: სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პატიმრობაში, მოლაპარაკების სივრცე “ოცნებასთან” შეიზღუდა