გიგა ბოკერია: მე ვიტყოდი პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე

“შეთანხმებამდე ვერ მივედით ვერცერთ საკითხზე, განსაკუთრებით, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების შესახებ” -ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროკავშირის საელჩოში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს, კერძოდ ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვებაც, ეს არის ამდენი საათი გაგრძელების ერთადერთი ახსნა. დათმობამდე საქმე არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა და მედიატორების ბევრი იდეა იყო ისეთი, რომელიც ამ ვითარებიდან ჩემი აზრით, გამოსავალს იპოვიდა. ვგულისხმობ, ყველა საკითხს და მათ შორის გამოვყოფდი, პოლიტიკურ დევნასა და პოლიტპატიმრებს- მელიას, რურუას და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს. ამ ფაზაში ეს ამბავი დასრულებულია, როდესაც მე ვლაპარაკობდი პოლიტიკურ შოკისმომგვრელ სიშიშვლეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების, ეს დაინახა ყველამ. თუ იქნება ივანიშვილი და მისი გარემოცვა მზად, რომ ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს. ბუნებრივია, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი დარჩება საკვანძო თემად ქართული საზოგადოებისთვის და აქედან გამომდინარე თავისუფალი სამყაროსთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ოპოზიცი აქციების გამართვას განაგრძობს.

„როგორც აქამდე ვამბობდი, ორი რამეა, რაც უნდა გაგრძელდეს. იმის, რაც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ყველა შემთხვევაში გაფართოვდება, ვგულისხმობ ღია მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროკავშირის ღია მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ, რაც გულისხმობს ყველა ვარიანტში წნეხს. ქვეყნის შიგნით გაგრძელება დაგეგმილი, მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე საპროტესტო მოძრაობა. აუცილებელია მშვიდობიანი, ოღონდ დაგეგმილი აქციების გაგრძელება და დარწმუნებული ვარ ეს მოხდება“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

 

მისი თქმით, დათმობებამდე საქმეც კი არ მისულა. როგორც ბოკერია ამბობს, აუცილებელია მშვიდობიანი, დაგეგმილი აქციების გაგრძელება.

 

banner
წინა სტატიაშიმინაშვილი: სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პატიმრობაში, მოლაპარაკების სივრცე “ოცნებასთან” შეიზღუდა
შემდეგი სტატიამინაშვილი: “ქართულმა ოცნებამ” ზურგი შეაქციეს ევროპას და ევროპულ ოჯახს