მინაშვილი: სამადაშვილის ხელმოწერა ეწინააღმდეგება პოლიტსაბჭოში, მიღებულ გადაწყვეტილებას

სალომე სამადაშვილის მხრიდან, შარლ მიშელის დოკუმენტზე ინდივიდუალურ ხელმოწერას მისი თანაპარტიელების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

მინაშვილი “მთავარის” პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ სამადაშვილის ხელმოწერა ეწინააღმდეგება პოლიტსაბჭოში, დღეს მიღებულ შუალედურ გადაწყვეტილებას

“ენმ-მ არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს და სალომე სამადაშვილი, რომელიც ახლა იქაა წარმოდგენილი, ინდივიდუალურად აწერს ხელს როგორც შესული პარლამენტარი და ეს ეწინააღმდეგება იმ დისკუსიას, რომელიც ჩვენ გვქონდა პოლიტსაბჭოში დღეს და შუალედურ გადაწყვეტილებას და ეს არის პარტიის პოზიციის წინააღმდეგ”, – ამბობს მინაშვილი

banner
წინა სტატიაში“თქვენი ჩართულობა, ესაა ევროკავშირის ჩართულობა” – ზურაბიშვილის მიმართვა შარლ მიშელს
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი: ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის