“თქვენი ჩართულობა, ესაა ევროკავშირის ჩართულობა” – ზურაბიშვილის მიმართვა შარლ მიშელს

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა თავად ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს მიმართა და მადლობა გადაუხადა:

“მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ჩართულობა, ესაა ევროკავშირის ჩართულობა და ნიშნავს ორ რამეს, რომ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე- საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ევროკავშირისთვის, მისი სტაბილურობა და მისი დემოკრატიულობა.

ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა შიგნით საქართველოში პოლიტიკურად დეპოლარიზაციისკენ და ეს არის დიდი რამ, მაგრამ მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ერთად. ამ შეთანხმების შედეგად, საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. ამაზე დიდი იმედი მაქვს, რომ დავიწყებთ სწრაფად მუშაობას და ძალიან მინდა, რომ ეს დაიწყოს ხვალვე თქვენი ვიზიტით”, – მიმართა ზურაბიშვილმა შარლ მიშელს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: დღეს ყველა გამარჯვებული ვართ
შემდეგი სტატიამინაშვილი: სამადაშვილის ხელმოწერა ეწინააღმდეგება პოლიტსაბჭოში, მიღებულ გადაწყვეტილებას