მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდოს

მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდოს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით, ერთი საათის წინ დააკავეს. ის კიევის ცენტრში მდებარე უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყავთ გადაყვანილი.

შეგახსენებთ, პირველად ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გაავრცელა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე.
მოგვიანებით უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ “ფეისბუკის” საკუთარ  გვერდზე დაადასტურა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, პარტია Рух нових сил”-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დააკავების ფაქტი.
“უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინელი ძალოვნები არ გეგმავენ კარვების ქალაქთან დაკავშირებით რამე ქმედების განხორციელებას.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის დაკავების დროს არავინ დაშავებულა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება