მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 9, 2017 02:27

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება. ინფორმაციას The Associated Press-ი , ამერიკული Fox News და The New York Times აქვეყნებენ.

„უკრაინამ კორუფციასთან მებრძოლი სააკაშვილი დააკავა”, – იუწყებიან ონლაინგამოცემები.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან ოპოზიციაშია და მას განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებს”, – აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების შესახებ წერენ “რადიო თავისუფლების” ინგლისურენოვანი გამოცემა და ასევე სააგენტო REUTERS. ორივე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან მორიგი მარშის შესახებ მოწოდებები გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ასევე ეხმაურება გერმანული გამოცემა “ზუდოიჩე ცაიტუნგი”, რომელიც წერს, რომ ოპოზიციის ლიდერი დედაქალაქის ცენტრში აიყვანეს და დროებითი დაკავების იზოლატორში განათავსეს.

იგივე შინაარსის სათაური აქვს გამოტანილი BBC-ის რუსულენოვან საიტს, რომელიც აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსის მომხრეებმა მოახერხეს უკრაინის უშიშროების სამსახურის დახურულ ეზოში შეღწევა, შენობასთან კი, უამრავი ადამიანია შეკრებილი.

შეგახსენებთ, პირველად ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გაავრცელა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე.
მოგვიანებით უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ “ფეისბუკის” საკუთარ  გვერდზე დაადასტურა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, პარტია Рух нових сил”-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დააკავების ფაქტი.
“უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინელი ძალოვნები არ გეგმავენ კარვების ქალაქთან დაკავშირებით რამე ქმედების განხორციელებას.

 

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 9, 2017 02:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics