მიხეილ სააკაშვილის დაკავების დროს არავინ დაშავებულა

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, პარტია “Руха нових сил”-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავების დროს არავინ დაშავებულა. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური.
ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოხდა კიევის სოლომენსკის რაიონში. ამჟამად იგი დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, პირველად ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გაავრცელა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე.
მოგვიანებით უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაადასტურა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, პარტია Рух нових сил”-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დააკავების ფაქტი.

banner
წინა სტატიაში სად დააკავეს სააკაშვილი?
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს შესაძლოა არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდოს