მიხეილ სააკაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი აზოვის ბატალიონის შექმნაში – გიორგი ქუფარაშვილი

“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”, ქართველი სამხედრო, რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის, აზოვის ბატალიონის შექმნის ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ ბატალიონის შექმნაში მიხეილ სააკაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

ქუფარაშვილი იხსენებს, რომ ყველაფერი 2014 წელს დაიწყო, როდესაც უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა. მაშინ უკრაინაში იბრძოდნენ სხვა ქართველებიც – ბახვა ჩიქობავა, ზაზა ბერიანიძე.

ქუფარაშვილის თქმით, ანდრეი ბილეცკისაც მიხეილ სააკაშვილმა დააკავშირა:

“მიხეილ სააკაშვილისა და აზოვის პოლკის კავშირი ის არის, რომ 2014 წელს, როდესაც ჩავედით, დაიწყო ბრძოლები მე როგორც სამხედრო, თადარიგის ოფიცერმა, მივიღე გადაწყვეტილება და გავაკეთე ჩემი არჩევანი. მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე ამის თაობაზე, ჩვენ მუდმივად გვქონდა განხილვა. იყო სიტუაცია, ვამზადებდით ბახვასთან, ზაზა ბერიანიძესთან და ასევე სხვა ქართველებთან ერთად. ეს იყო ჩვენი ჯგუფი, სამეგობრო ჯგუფი , რომელიც საქართველოდან იყო ჩამოსული. სხვა ქვედანაყოფები გვქონდა, მაგრამ ჯერ ჩვენ სხვა ბატალიონი მოვამზადეთ. ჯერ გვქონდა ურთიერთობა აზოვის მოძრობის მეთაურთან, ანდრეი ბილეცკისთან, ბატონ პრეზიდენტს ვთხოვე მასთან შეხვედრა, ნებართვა გაგვეზიარებინა, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მე და ბატონმა მიხეილმა, მაშინ დავილაპარაკეთ, ასე თუ ისე სამოქმედო გეგმა განვიხილეთ და ვთხოვე ნებართვა, დავრჩენილიყავი აზოვში, რაზეც თანხმობა მომცა და იმ დღიდან, ჩვენ დავიწყეთ აზოვის მოძრაობის ლიდერთან, აზოვის შექმნა.

როდესაც 2014 წელს, აზოვი მოხვდა ალყაში, ერთადერთი ქალაქი იყო, დონეცკის მახლობლად, ეს საშინელი ალყა სადაც საკაოდ ბევრი მოხალისე დაიღუპა. მაშინ აზოვი 250 ადამიანისგან შედგებოდა. ქალაქში მყოფი ბატალიონები განწირულები იყვნენ. როგორც შევხედეთ ჩვენ ვითარებას, გამოცდილი სამხედროები ვიყავით, მე, ბახვა… ფაქტობრივად მარიუპოლში არავინ არ იყო. რუსებს შეძლოთ ქალაქში შემოსვლა ჩვეულებრივი აღლუმით, ამიტომ ალყა გავარღვიეთ და ჩამოვედით მარიუპოლში. ასე დაიწყო მარიუპოლის დაცვის სტრატეგია 2014 წელს.

ამ დროს ჩვენ მუდმივი კავშირი გვქონდა ბატონ მიხეილთან, ნერვიულობდა, სატელეფონო კომუნიკაცია გვქონდა, ინფორმაციას ვაწვდიდით. აგვისტო-სექტემბრის თვე იყო, როდესაც ყველა ქვედანაყოფი ალყაში მოხვდა. ჩვენ შევძელით გარღვევა და ჩავკეტეთ მარიუპოლი.” ამბობს ქუფარაშვილი.

სამხედრო იხსენებს, რომ იმ დროს, უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ სამხედრო ქვედანაყოფებს უბრძანა ტერიტორია დაეტოვებინათ, თუმცა პოროშენკოს ამ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი მაშინ აქტიურად შეეწინააღმდეგა:

“მარიუპოლი დარჩა აზოვის ხარჯზე 250 კაცით. ქალაქის დაცვა შეუძლებელი იყო. ამ დროს, მიხეილ სააკაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. მას დავუკავშირდით, დახმარება ვთხოვეთ. ვერაფერს გავაკეთებდით. მე და ბახვამ დავიწყეთ ამ ქალაქის დაცვისთვის გეგმის მომზადება.
ამ დროს მიხელ სააკაშვილი მუშაობდა იმდროინდელ პირველ პირებთან და მაქსიმალურ წნეხს ახდენდა მათზე, რომ ქალაქი არ ჩაებარებინათ. ეს ბევრმა არ იცის, მაგრამ მაშინ მან დიდ როლი ითამაშა და აიძულა პოროშენკო დახმარებოდა. მაშინ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა აიძულეს, რომ დაებრუნებინათ და შემოეყვანათ ქვედანაყოფები უკან მარიუპოლში, მაგრამ ცოტა დაგვიანებით შემოვიდნენ, მაშინ, როდესაც აზოვი უკვე წინა ხაზზე იბრძოდა”, – ამბობს აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი დამაარსებელი, გიორგი ქუფარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობა – ალასანიასა და ექიმების მიმართვა დიპკორპუსს
შემდეგი სტატიაკიევის რეგიონში ორი მეტყევე ნაღმზე აფეთქდა – ერთი მათგანი გარდაიცვალა