მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობა – ალასანიასა და ექიმების მიმართვა დიპკორპუსს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია და ექიმები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საგანგაშოდ დამძიმებას.

გიული ალასანია ამბობს, რომ ამჟამად ჯანმრთელობის კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან საკითხზე არანაირი რეაგირება არაა და მასთან ექიმებსაც კი არ უშვებენ.

არის საგანგაშო მდგომარეობა, ჩემთვის რომ არის ფაქტია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ყველასთვის არის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც ეს ეხება, საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი, რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი. საერთოდ მნიშვნელოვანია იმ მოვლენებისთვის, რომლის მოწმეებიც გავხდით რაც ხდება უკრაინაში.

ჩემთვის პირველ რიგში ჯანმრთელობაა პრიორიტეტი, ეს თემა გახდა ძლაიან რუტინული, ჩვევაში გადავიდა და ადამიანი ზის და ზის… რა მოხდა და ერთეულები არიან, რომლებიც ახსენებენ და მათი ძალიან მადლიერი ვარ. თაკო, მადლიერი ვარ შენი და კიდევ რამდენიმე არიან… დღეს მომეწონა, რომ ბევრ ქალაქში იყო გამოსვლა, რომელიც ეძღვნებოდა ჩემს შვილს და მის ჯანმრთელობას.

მოგიწვიეთ, რომ მაინტერესებს თქვენი აზრი, იმიტომ რომ თითქოს ყველა ხერხს მივმართეთ, ყველას მოგმართეთ თხოვნით, რომ რაღაცნაირად ვუშველოთ ამ ადამიანს. იმიტომ რომ დიაგნოზი დაისვა თავიდანვე, ჩამოვიდა ადამიანი, დაიწყო შიმშილობა და გარკვეული დროის შემდეგ დაუმძიმდა მდგომარეობა და დაესვა დიაგნოზი. სხვადასხვა ექიმმა იქ რამდენიმე კომისია შეიქმნა და საბედნიეროდ ყველას დიაგნოზი დაემთხვა ერთმანეთს…

მაგრამ არავითარი რეაქცია იქიდან არ არის. ნახვის შესაძლებლობა თუ მოხნდა ახლა თვეში ერთხელ შეუძლია ოჯახის წევრს შეაღწიუოს ძალიან მოკლე დროით და ეს არის მთელი ფუფუნება. ადვოკატებსაც ძალიან უჭირთ ურთიერთობა, კონფიდენციალური ხო უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის.., – ამბობს გიული ალასანია.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შედეგების შესახებ დიპლომატიური არხებით გააფრთხილა – ზახაროვა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი აზოვის ბატალიონის შექმნაში – გიორგი ქუფარაშვილი