კიევის რეგიონში ორი მეტყევე ნაღმზე აფეთქდა – ერთი მათგანი გარდაიცვალა

კიევში, სატყეო მეურნეობის ორი თანამშრომელი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. ერთ-ერთი კაცი გარდაიცვალა, – ამის შესახებ RBC-უკრაინა სახელმწიფო სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელ იური ბოლოხოვეცზე დაყრდნობით იტყობინება

მისი თქმით, სატყეო მეურნეობის ორი თანამშრომელი ტყეში სამუშაოების შესრულებისას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს წააწყდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინელებს მოუწოდეს არ წავიდნენ ტყეებში, განსაკუთრებით რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

„ახლა უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ტყის მონახულება აკრძალულია. ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება სიცოცხლე დაგიჯდეთ“, – განაცხადა სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი აზოვის ბატალიონის შექმნაში – გიორგი ქუფარაშვილი
შემდეგი სტატიასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა