მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი ადვოკატი ჩაერთვება – ბექა ბასილაია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი ადვოკატი უკვე მომავალი კვირიდან ჩაერთვება. პრეზიდენტის უფლებადამცველები ამბობენ, ეს მათ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილს დღესაც მოინახულებენ და იმედოვნებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაციის საშუალებას ხელისუფლება ისევ არ შეუზღუდავთ.

“დადგა შედეგი და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან იმ ტიპის კომუნიკაციის, რაც მისაღებია ადვოკატსა და კლიენტს შორის. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ როგორც წერილობითი ტექსტებით გადაცემის და მისგან მიღების შესაძლებლობა, იმედი მაქვს ამავე ფორმატში გაგრძელდება მასთან შეხვედრები და პენიტენციურ სამსახურს არ მისცემენ ახალი ტიპის კომუნიკაციის გართულების დავალებას პოლიტიკური ხელმძღვანელები ამ ქვეყნის”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაადვოკატი – ჩვენი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზაციაა