ადვოკატი – ჩვენი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზაციაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში მისი ადვოკატი, გიორგი გელხაური ხვდება. მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა დეტალებზე მე-12 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს.

გელხაურის თქმით, ამ ეტაპზე მათთვის პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზაციაა.

“დაკავების მომენტიდან ჩვენ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს თავისუფალი სასამართლოს უფლებით, სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა თითქმის უკვე ერთი თვეა დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი. ასევე, მას არ მიეცა უფლება რომ ისარგებლოს ზარის, ტელეფონის უფლებით, შეგვიქმნეს ცოტა ხნის წინ ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა თუმცა ეს გამოსწორდა.

ჩვენთვის პირველი და პრიორიტეტული არის ის, რომ განხორციელდეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში ვინაიდან მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, ეს არის უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მოახდინოს იუსტიციის სამინისტრომ და ხელისუფლებამ”, – თქვა გიორგი გელხაურმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი ადვოკატი ჩაერთვება – ბექა ბასილაია
შემდეგი სტატიასამადაშვილი ღარიბაშვილზე – თვითმკვლელობის უფლება არა, მაგრამ თვითმკვლელობამდე მიყვანაზე პასუხისმგებლობა არსებობს