მიხეილ სააკაშვილის საქმე – “ქართული მარშის” ერთ-ერთი წევრი, გიორგი გაბედავა სუს-ში დაიბარეს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სუს-მა გამოკითხვაზე “ქართული მარშის” ერთ-ერთი წევრი, გიორგი გაბედავა დაიბარა. ჯერჯერობით უცნობია რა კითხვები აქვთ მასთან გამომძიებლებს.

უცნობია ასევე, უკავშირდება თუ არა გაბედავას სუს-ში დაბარება რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის გლდანის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, პატიმრები ციხის ბუნტი და მესამე პრეზიდენტი ლიკვიდაცია გახორციელდებოდა.

“ტელეფონზე დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ დღეს აუცილებლად სურდათ ჩემტან გასაუბრება და გამოკითხვა, ასე ვთქვათ. როგორც მივხვდი ნაცმოძრაობასთან და სააკაშვილტან არის კავშირში, იმიტომ, რომ ყველამ იცის ჩემი დაპირისპირება მათთან, მათი პოლიტიკური პატიმარი ვიყავი, ბევრი ინფორმაციები გავასაჯაროე საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს იყოს მიზეზი, – თქვა გაბედავამ.

banner
წინა სტატიაშისირცხვილია: შედეგი, რომელთანაც პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, “ოცნების” პასუხისმგებლობაა
შემდეგი სტატიაკალაძე სააკაშვილზე: შიმშილობა არავის დაუძალებია