კალაძე სააკაშვილზე: შიმშილობა არავის დაუძალებია

“შიმშილობა არავის დაუძალებია” – კახა კალაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისივე პასუხისმგებლობაა.

“პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება სააკაშვილს, რადგან მისთვის არავის დაუძალებია შიმშილობა. საკვებიც არის, პროდუქტებიც არის, შეუძლია, მიიღოს. თუ რამე საჭიროება იქნება, აუცილებლობა იქნება, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ პატიმრებს”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის საქმე – “ქართული მარშის” ერთ-ერთი წევრი, გიორგი გაბედავა სუს-ში დაიბარეს
შემდეგი სტატიააპლიკაციებს კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა