მიხეილ სააკაშვილის პროცესი 11 იანვრისთვის გადაიდო

სასამართლო სხდომა, რომელზეც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივარი უნდა განეხილათ, 11 იანვრისთვის გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზი იმ დეპუტატების გამოუცხადებლობა გახდა, რომლებიც სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ. სასამართლო დარბაზში მხოლოდ ერთი დეპუტატი იური დერევიანკო იმყოფებოდა.

საჩივრის განხილვა 11 იანვარს, ადგილობრივი დროით, 13:10 საათზე გაიმართება.

11 დეკემბერს კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე: „იმ უმძიმეს წლებში ლაშა ბუღაძის საახალწლო განწყობა არაფერს დაუჩრდილავს“
შემდეგი სტატიაკახეთის გუბერნატორი პანკისში უხუცესთა საბჭოს წევრებს ხვდება