ნატო ჩხეიძე: „იმ უმძიმეს წლებში ლაშა ბუღაძის საახალწლო განწყობა არაფერს დაუჩრდილავს“

დეპუტატი ნატო ჩხეიძე „რადიო თავისუფლების“ რუბრიკაში გამოქვეყნებულ ლაშა ბუღაძის ტექტს – „რატომ არ მიხარია ახალი წელი“ ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„სათაურის მაგიერ (რამ გამახსენა) – „როცა მოგვიხმობს პარტიაააა…“
მე ვერ დამაჯერა ამ წერილმა, ანუ ტექსტმა, როგორც ეს ავტორი უწოდებს ხოლმე ნაწერს; ვერ დამაჯერა, რომ ისე სტკიოდა ბოლო თვეებში ჩვენს სამშობლოში დატრიალებული სამწუხარო ამბები, რომ სიხარულისთვის ადგილი აღარ დარჩა მის სულში; ვერ დამაჯერა, რომ გულწრფელია, რომ არ თვალთმაქცობს; და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორის სხვა ტექსტებიც ვიცი… და მახსოვს, იმ უმძიმეს წლებში მისი საახალწლო-საზეიმო-სადღესასწაულო განწყობა რომ არაფერს დაუჩრდილავს.
ვერც მწერლურმა ოსტატობამ დამაჯერა, ზოგჯერ ზღაპარსაც რომ რეალობად მოგაჩვენებს… მე თვით ტექსტის მდინარებამ ვერ დამაჯერა,“ – აღნიშნავს ნატო ჩხეიძე „ფეისბუკში“.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს თავი დაიძვრინოს არაკომპეტენტური ნაბიჯისგან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის პროცესი 11 იანვრისთვის გადაიდო