კახეთის გუბერნატორი პანკისში უხუცესთა საბჭოს წევრებს ხვდება

კახეთის გუბერნატორი პანკისის ხეობაში იმყოფება. ირაკლი ქადაგიშვილი უხუცესთა საბჭოს წევრებს და ადგილობრივებს ხვდება.

შეხვედრა სოფელ დუისში, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში ახლახანს დაიწყო.
შეხვედრის მთავარი თემა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციაა.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. რეგიონის გუბერნატორი განცხადებას ჟურნალისტებთან, სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის პროცესი 11 იანვრისთვის გადაიდო
შემდეგი სტატიალარნაკას აეროპორტში მყოფ ქართველებს ვიზიარი ფრენის მომდევნო რეისზე გადაჯავშნაში ეხმარება