უკრაინამ კონტროლი აღადგინა საზღვრის 1 200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის ორი მესამედი რუსეთს ესაზღვრება

უკრაინამ კონტროლი აღადგინა საზღვრის 1200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის ორი მესამედი რუსეთს ესაზღვრება – განცხადება ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლეონიდ ბარანმა გააკეთა:

“სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური კიევის, სუმის და ჩერნიგოვის ოლქებში შევიდა პასუხისმგებლობის ზონებში. კონტროლი განახლდა საზღვრის 1200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის ორი მესამედი რუსეთს ესაზღვრება. თუმცა, საფრთხე კვლავ რჩება, ამიტომ საზღვრის დაცვის კლასიკური ზომები საკმარისი არ არის. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის საფუძვლიანი შემოწმება და დამატებითი პუნქტების მოწყობა“, – განაცხადა მან.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ბოლოს და ბოლოს, ქმნით კონსილიუმს თუ არ ქმნით, იღებთ პასუხისმგებლობას? – ხაბეიშვილი ჯანდაცვის მინისტრს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნება – დეგნანი