მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა სამართლიანია – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე ადვოკატების მოთხოვნას ეხმაურება.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მოთხოვნა სამართლიანი და არგუმენტირებულია, თუმცა იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტის დაზარალებულად ცნობის რეკომენდაცია სახალხო დამცველის აპარატმაც გასცეს, საქმის მასალების შესწავლა სჭირდებათ.

“კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ არის სამართლიანი. თუმცა, იმისათვის, რომ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახავდა და შესწავლა. როდესაც ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას ბრალის წარდგენის თუ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე, გვაქვს სრული სურათი გამოძიებაში არსებული მასალები და მტკიცებულებების.

ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს მოთხოვნა არის არგუმენტირებული, თუმცა იმისათვის, რომ სახალხო დამცველმაც გასცეს ეს რეკომენდაცია, ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია. ვეცდებით, ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან და თუ გვექნება წვდომა გარკვეულ საფუძველზე, რაც კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით მოგვცემს იმის მტკიცების საფუძველს, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი არსებობს, ჩვენ ამას ვიტყვით”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიგამოხატულია წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, დეპრესია და ანემია – კონსილიუმის წევრი ექიმი მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაკონსილიუმი მუშაობას არ წყვეტს, საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედებთ – ომბუდსმენის განმარტება