გამოხატულია წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, დეპრესია და ანემია – კონსილიუმის წევრი ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება – არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ არ გაუმჯობესებულა – განაცხადა ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმმა თენგიზ წულაძემ შემაჯამებელი დასკვნის წარდგენაზე.

მედიკოსების საერთო შეფასებაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან არ მიმდინარეობს საჭირო ფსიქორეაბილიტაცია, შესაბამისად მდგომარეობაც არ უმჯობესდება:

გამოხატულია პოლინეიროპათიის და მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე. რჩება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია და ანემია, რომელიც მანამდეც იყო, – განაცხადა წულაძემ.

banner
წინა სტატიაშიარ მჯერა, რომ რუსთავის ციხეში მისი რეაბილიტაცია შესაძლებელია, ამის მცდელობაც არ ყოფილა – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა სამართლიანია – ომბუდსმენი