კონსილიუმი მუშაობას არ წყვეტს, საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედებთ – ომბუდსმენის განმარტება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მისი ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდა, მუშაობას არ წყვეტს, თუმცა თუკი მკურნალობის პროცესში ცვლილებები არ იქნება, კონსილიუმი ციხეში ვიზიტს აღარ განახორციელებს.

როგორც ლომჯარიამ განმარტა, ამ ეტაპზე ვიზიტის საჭიროება აღარ არის, ვინაიდან კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში სამჯერ იმყოფებოდა და სამივე ვიზიტით ჩანს, რომ ვითარება არსებითად უცვლელია.

“კონსილიუმი მუშაობას არ წყვეტს, იფუნქციონირებს, მათზე გაცემულია სახალხო დამცველის რწმუნებები 6 თვის ვადით, თუ საჭიროდ გადება, კიდევ გავაგრძელებთ, შესაბამისად ეს კონსილიუმი არსებობს, საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედებთ.

უბრალოდ დღეს არის არსებული მდგომარეობის დასკვნა, ვინაიდან არსებულ პირობებში, თუ ცვლილებები არ იქნა, ვეღარ ვხედავთ საჭიროებას რეგულარული ვიზიტების განხორციელების, ვინაიდან ბოლო სამმა ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ ვითარება არსებითად არ იცვლება”,-თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა სამართლიანია – ომბუდსმენი
შემდეგი სტატიამდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება