მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვან დროზე, მერე გვიან იქნება – ბუბა კიკაბიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე დღეს პარლამენტში პირველად მივიდა.

კიკაბიძემ თქვა, რომ არ აპირებს პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთოს, ერთადერთი, რაშიც შეიძლება მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მუშაობაა.

ის აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ახლა მხოლოდ ერთ კაცზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ, მან ბიძინა ივანიშვილის მიმართა.

“უნდა გაუშვან, მე გუშინაც ვთქვი, დროზე, თორემ მერე გვიან იქნება და ეგ არ დამთავრდება კარგად. ხალხი ითხოვს, რომ გაუშვან და ესენი თავს იკლავენ, რომ არა. ერთ კაცზეა დამოკიდებული, იტყვის გაუშვით, გაუშვებენ, არ იტყვის, არ გაუშვებენ.

მაგის შვილიშვილებს დარჩებათ ისტორიაში, ცუდი ამბავი რომ მოხდეს, მაგაზე უნდა იფიქროს მაგან, თორემ ჩვენ ყველანი წავალთ, მეც, ბიძინაც და ყველა, მაგრამ კუდი არ უნდა დაგრჩეს ჭუჭყიანი, იმიტომ, რომ შენ მონაგარს მოეკითხება.

ძალიან მიყვარს მიშა, ცოტახანი გაუძლოს და ყველაფერი კარგად იქნება”, – თქვა ბუბა კიკაბიძემ.

banner
წინა სტატიაშიკიევის ოლქში ორი მამაკაცის სხეული აღმოაჩინეს, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ მანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს
შემდეგი სტატიაNew York Times – აშშ უკრაინულ ძალებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდირების შესაძლებლობას აძლევს