New York Times – აშშ უკრაინულ ძალებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდირების შესაძლებლობას აძლევს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინულ ძალებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდირების შესაძლებლობას აძლევს, – ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარისთვის გადაცემული დაზვერვის ინფორმაცია რუსული ჯარის გადაადგილების მარშრუტებსა და მობილური სამხედრო შტაბების მდებარეობას მოიცავდა და გამოყენებული იყო უკრაინული ძალის მიერ თავდასხმების განხორციელებისას.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 12 რუსი გენერალი დაიღუპა კონფლიქტის დროს. უკრაინის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ რუსი სამხედროების დაბალი სულისკვეთების გამო, სამხედრო მაღალჩინოსნები იძულებულები იყვნენ ფრონტის ხაზის სიახლოვეს ყოფილიყვნენ.

უკრაინის ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდირება განხორციელდა ამერიკული დაზვერვის ინფორმაციის დახმარებით.

ამასთან, როგორც ცნობილია თეთრი სახლის პრესსპიკერმა New York Times-ის აღნიშნული სტატია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი სათაური შეცდომაში შემყვანი და უპასუხისმგებლოა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა განმარტა, რომ აშშ უკრაინას აწვდის საბრძოლო ველზე დაზვერვის ინფორმაციას, რათა „დაიცვან თავისი ქვეყანა“, თუმცა ეს „რუსი გენერლების მოკვლის განზრახვას არ ატარებს“

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვან დროზე, მერე გვიან იქნება – ბუბა კიკაბიძე
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – ნამდვილად რაც გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ, სწორედ აქ ვხედავთ ჩვენს მაქსიმალურ უსაფრთხოებას