კიევის ოლქში ორი მამაკაცის სხეული აღმოაჩინეს, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ მანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს

კიევის ოლქში, ვიშგოროდის რაიონში ორი მამაკაცის სხეული აღმოაჩინეს, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ჯერ მანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრინფორმი“ კიევის რეგიონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციელებმა 22 და 23 წლის მამაკაცების ცხედრები სოფელ რუდნია-ტალსკაიაში 4 მაისს აღმოაჩინეს.

„25 თებერვალს ოკუპანტებმა მანქანა დაცხრილეს, რომელშიც 2 მშვიდობიანი მოქალაქე იჯდა, თუმცა ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და მანქანას მძიმე ტექნიკით გადაუარეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ივანკოვის პოლიციამ, პროკურორისა და ექიმის მონაწილეობით, გარდაცვლილთა ექსპერტიზა ჩაატარა. ცხედრები ნათესავებმა ბუჩას რაიონის სოფელ მირჩაში გადაასვენეს.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ბორჯომმა“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვან დროზე, მერე გვიან იქნება – ბუბა კიკაბიძე