მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში „ახალი ძალების მოძრაობას“ ქმნის

ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალური ქსელის საშუალებით თავად ავრცელებს. მისი თქმით, „ახალი ძალების მოძრაობა“ უკვე ბევრ რეგიონში დაიწყო.

“ჩვენ დავიწყეთ მუშაობა უკრაინის ყველა რეგიონში. ჩვენი გუნდი ძლიერია და ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვინც მზად არის გუნდური მუშაობისთვის. მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას, ჩვენს რიგებში გაერთიანდეს. ჩვენ ქვეყანაში ძირეულ ცვლილებებს ვიწყებთ,“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მოძრაობის აქტივისტები კიევში ე.წ. „ღია საბჭოზე“ 27 ნოემბერს შეიკრიბებიან.

banner
წინა სტატიაში„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ დასრულდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო