საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო.
ბატონი გიზოს მიერ გამორჩეული ხელწერით შექმნილი სპექტაკლები არაერთი თაობის მაყურებელმა შეიყვარა და გაითავისა. ფასდაუდებელია პედაგოგიური ღვაწლი, რომელიც მან ქართული თეატრისა და კინოს ახალი თაობების აღზრდისთვის გასწია. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში.

ამ მძიმე წუთებში ბატონი გიზოს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვწუხვარ ამ დიდ დანაკლისს და თანადგომას ვუცხადებ მათ.”- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინაში „ახალი ძალების მოძრაობას“ ქმნის
შემდეგი სტატიაინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა