მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობა შეეფარდა (+ვიდეო)

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 26, 2018 18:12

მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობა შეეფარდა (+ვიდეო)

 

კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს.
ცოტა ხნის წინ კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ შეეფარდა.
მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
დაახლოებით ერთი თვის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.

https://youtu.be/5b9OGbmd0AA

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 26, 2018 18:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics