31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;

პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;

აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ“,- აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: “საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში, ამის გამო არ შეუშვეს მასთან ექიმები და ადვოკატები – ევგენი გრუშოვეცი