მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემას კიდევ ერთხელ ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დევნილების საჭიროებებზე მუშაობის კუთხით, “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შედარება არასწორია, რადგან ენმ-ს ხელისუფლებაში მოსვლისას ცარიელი ბიუჯეტი დახვდა, მოქმედ ხელისუფლებას კი რამდენიმე მილიარდი ლარი.

“კიდევ ერთხელ დევნილებზე – ახლა ხშირად იმეორებენ, რომ ივანიშვილის 9 წელიწადში იმდენ დევნილს მისცეს საცხოვრებელი, რამდენსაც ჩვენ 8 წელიწადში. ამიტომ, დიდი განსხვავება არ არისო.

ეს ძალიან არასწორი შედარებაა. ჩვენ დაგვხვდა ცარიელი ბიუჯეტი და დევნილების მასშტაბური განსახლება მხოლოდ 2008 წლის ბოლოს დავიწყეთ. ამიტომ, პროგრამას ზუსტად 4 წელი ვახორციელებდით.

ახალ ხელისუფლებას რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ თავი მოვიწონო. ბევრად მეტი უნდა გაგვეკეთებინა და ნამდვილად, კმაყოფილი ვერ ვიქნები ამ სფეროში ჩვენი მუშაობით. თუმცა, ძალიან გთხოვთ, არასწორ ხალხს ნუ შეგვადარებთ. ამათ შეჭამეს ჩვენი დატოვებული ფული და რაც მთავარია, იჩენენ სრულ გულგრილობას და გულქვაობას.

პრეზიდენტობის დროს მე პირადად ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი დევნილთა საცხოვრებელში და მათი ბედი ჩემს ერთ-ერთ მოუშუშებელ ტკივილად რჩება”, – ნათქვამია მესამე პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროპის უმაღლესი ორგანოების, ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის კაბინეტების ხელმძღვანელები საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წერილს უგზავნიან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში