მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის, ის მადლიერია სამედიცინო პერსონალის, მაგრამ საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს – ნაყოფია

მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის. ის მადლიერია სამედიცინო პერსონალის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ კლინიკა „ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას საჭიროებს.

„მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის. ის მადლიერია სამედიცინო პერსონალის, მაგრამ, ის საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანას, რადგან ასეთი ტიპის ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს. რა თქმა უნდა, მისი გადაყვანა მისი გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა“, – აღნიშნავს ნაყოფია.

banner
წინა სტატიაშიკარგად გაერკვეს ბიძინა ვისზე მუშაობენ ეს ირაკლები, ბიძინას ხო არ წეწავს, სხვა ოლიგარქი ამ ბიჭების ხელით… – ხუხაშვილი
შემდეგი სტატია„ჰარპაგონის“ პრემიერა და სენაკის თეატრის ახალი სიცოცხლე