კარგად გაერკვეს ბიძინა ვისზე მუშაობენ ეს ირაკლები, ბიძინას ხო არ წეწავს, სხვა ოლიგარქი ამ ბიჭების ხელით… – ხუხაშვილი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის სანქცირების საშიშროების წინაშე დგეს, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

გადაცემა “დღის სტუმრის” ეთერში, ხუხაშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის დღევანდელი ბრიფინგი შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ევროკომისიის 12 პუნქტიანი პირობის შესრულების საბოტირების რეჟიმშია და კობახიძის განცხადება საარჩევნო ბარიერის დაწევაზე, უტიფრობაა:

“ხელისუფლება ახლა ახდენს ამ 12 პუნქტიანი პირობის შესრულების საბოტირებას. გარკვევით გითხრეს, შეასრულე პირობები და მიიღებ ამას და აქედან ეუბნება კობახიძე, რომლისადმი ნდობა არის პლინტუსქვემოთ, რომ ჯერ თქვენ მოგვეცით სტატუსიო და მერე ჩვენ რაღაცას ვიზამთო. წარმოუდგენელი უტიფრობაა…

მე ვფიქრობ, რომ კობახიძეზე დიდი მტერი დღეს ბიძინას არავინ არ ჰყავს, ბიძინამ უნდა იცოდეს, რომ თუ მას სანქციები დაუწესდა, ყველაზე მეტად დამნაშავე იქნება ამაში ორი ირაკლი. ყველაფერი გააკეთეს, სლალომით იარეს, რომ როგორმე ბიძინას დაუწესდეს სანქციები. უნდა იცოდეს თვისი გმირები. ეს ხალხია პირველ რიგში პასუხისმგებელი…

კარგად გაერკვეს ბიძინა ვისზე მუშაობენ ეს ირაკლები. მას რომ ჰგონია მისი ერთგულები არიან, ცოტა სხვანაირად ხო არაა, ბიძინას ხო არ წეწავს შემთხვევით სხვა ოლიგარქი ამ ბიჭების ხელით და ამისთვის ხომ არ ამზადებს, ისევე როგორც თავის დროზე, ბადრის გაწეწვა იქნება მომზადებული ვიღაც ვიღაცეების მხრიდან” ამბობს ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბარიერის თემა საერთოდ არ უკავშირდება ევროკავშირის 12 პუნქტს, 5-პროცენტიანი ბარიერი სწორედ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს – კობახიძე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის, ის მადლიერია სამედიცინო პერსონალის, მაგრამ საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს – ნაყოფია