„ჰარპაგონის“ პრემიერა და სენაკის თეატრის ახალი სიცოცხლე

სენაკის თეატრის ახალი სიცოცხლე სპექტაკლ ,,ჰარპაგონის” პრემიერით დაიწყო. თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედების შედეგად გახდა შესაძლებელი.

პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლი კულტურის სამინისტროს
ხელშეწყობით დაიდგა რეჟისორ ვახტანგ ნიკოლავას მიერ.

„ჰარპაგონი“ მოლიერის პიესის „ძუნწის“ მიხედვით დადგმული ორმოქმედებიანი კომედიაა, რომლის მთავარი თემა ადამიანის და, ზოგადად, საზოგადოების მიერ მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად მუდმივი სწრაფვა და ამ კეთილდღეობისთვის
სულიერი ღირებულებების დათმობა და უარყოფაა.

„ჰარპაგონის“ დამდგმელი რეჟისორია – ვახტანგ ნიკოლავა, მხატვარი – აივენგო ჭელიძე, ქორეოგრაფი – დავით მეტრეველი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ირაკლი ადამია, თენგიზ თოფურიძე, სოფი ჩალაშვილი, თამარ აბშილავა, ტარიელ
ზურაბაშვილი, ეკა კოღუა, ზურაბ ზურაბაშვილი, ლადო კოკაია, ელგუჯა ნოდარიძე, ჯამბულ ჭანტურია, ირაკლი კვერღელიძე და ანი ანდღულაძე.

საგულისხმოა, რომ 2022 წელს თეატრალური სამყარო გენიალური ფრანგი დრამატურგის, მაღალი კომედიის ჟანრის ფუძემდებლის, ჟან-ბატისტ პოკლენ მოლიერის 400 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სიმბოლურია, რომ სენაკის თეატრის ისტორია 1881 წელს სწორედ მოლიერის პიესის „ძალად ექიმი“ დადგმით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის, ის მადლიერია სამედიცინო პერსონალის, მაგრამ საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს – ნაყოფია
შემდეგი სტატიახერსონის რეგიონში, ომის დაწყების დღიდან ოკუპანტებმა 457 ადამიანი გაიტაცეს – ვენედიქტოვა