მიხეილ სააკაშვილი: ძალიან არ მინდა ქართველი ქალები ბერძნების მომსახურე პერსონალი იყვნენ

ნურავინ ნუ დამადანაშაულებს ქსენოფობიაში, მაგრამ ძალიან არ მინდა, რომ ქართველი ქალები ბერძნების მომსახურე პერსონალი იყვნენ, – ამის შესახებ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ საუბრობს.

„ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, ამათ დროს ნული პროცენტით, ბავშვები დაგვეწვა. ბავშვები იწვიან იქ, სადაც არის სიღარიბე, სადაც არის გაურკვევლობა. ჩვენი ეკონომიკა რომ გაძლიერებულიყო ქართველ ქალებს არ მოუწევდათ შვილების მიტოვება, კაცები მიდიან პოლონეთში, ქალები საბერძნეთში და იტალიაში, იქ უვლიან მოხუცებს. ნურავინ ნუ დამადანაშაულებს ქსენოფობიაში, მაგრამ ძალიან არ მინდა, რომ ქართველი ქალები ბერძნების მომსახურე პერსონალი იყვნენ. ჩვენი ეკონომიკა დღეს უკვე იქნებოდა საბერძნეთის დონეზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში. მისივე განცხადებით, ამ სახლში მყავდა ახალგაზრდების 7-8 ჯგუფი, 50-დან 100-კაცამდე. თავიდან ვუმარაგებდი საჭმელებს, სასმელებს, მერე მივხვდი, რომ ესენი სხვა ახალგაზრდები არიან. უნდა დაუდო ხორცი, დანა, შეშა, თვითონ ჭრიან, წვავენ, თვითონვე არიგებენ, თვითონ ჭამენ და შემდეგ ალაგებენ. ისეთი თვითორგანიზებულებვი არიან. თვითონ იციან გაკეთებაც, დალაგებაც, მოწესრიგებაც. ეს არსობრივად სხვა თაობაა. მათ უნდა მისცე საშუალება, თვითონ აიღონ თავიანთ თავზე ორგანიზებულობა და არ არის საჭირო ჭკუის დარიგება“, – ამბობს ექს-პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ყველა ვინც იქცევა წულუკიანივით არის უკიდურესად მახინჯი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, მე დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით