მიხეილ სააკაშვილი: მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, მე დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით

ვანო რომ ჩასვეს ციხეში, იმის მერე მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად, ვანო რომ ჩასვეს, არცერთი აიფონი არ არსებობდა. აიფონები არ არსებობდა, იყო ნოკიები. ვანო რომ ჩასვეს, არ იყო უბერი და ა.შ. ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო და მე მასთან პირადი კონტაქტი არა მაქვს, მე დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, მე დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, მე ვიმოგზაურებდი ცოტას მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და ცოტა ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს. პირდაპირ თავით გადაშვება იმის გათვალისწინებით, რაც მას ივანიშვილმა გაუკეთა, ალბათ, არ იქნებოდა სწორი- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი არის დიმიტრი შაშკინი, რომელიც ჩამოვა და მასთან ერთად გადავწყვეტ ტექნიკურ საკითხებს. ამ შტაბის ხელმძღვანელი ვიქნები უშუალოდ მე და ადგილზე იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა.

რაც შეეხება ვანოს, ვანო მერაბიშვილს, რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და ისე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი წელია, ზის იქ მხოლოდ იმის გამო, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და არ მოაბოდიალა რაღაც ტყუილი, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ, მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა. თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში, ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად. მე მაქვს ჩემი პირადი ემოციები.

თუმცა, მინდა ვთქვა, როდესაც ვანო ჩასვეს ციხეში სრულიად უდანაშაულოდ, რადგან რაც მას მიუსაჯეს სრულიად სასაცილო იყო, იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად ვანო რომ ჩასვეს, ასეთი „აიფონი“ არ არსებობდა, ვანო რომ ჩასვეს იყო „ნოკიები“, ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, მე ასე მასთან პირადი კონტაქტი არ მაქვს, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედებოდი და მხოლოდ ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ძალიან არ მინდა ქართველი ქალები ბერძნების მომსახურე პერსონალი იყვნენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: შტაბის ხელმძღვანელი ვიქნები უშუალოდ მე და ადგილზე იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა