მიხეილ სააკაშვილი: ყველა ვინც იქცევა წულუკიანივით არის უკიდურესად მახინჯი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2020 00:00

მიხეილ სააკაშვილი: ყველა ვინც იქცევა წულუკიანივით არის უკიდურესად მახინჯი

ჩვენ აქ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გვექნება ყოველდღიური ჩართვები, აქ ჩამოვიყვანთ ძალიან ბევრს კონსტულტანტს, მათ შორის უცხოელს, ამერიკელს, ევოპელს, უკრაინელს, რომლებიც გვასწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ფეისბუქზე ბრძოლის, თანამედროვე ტექნოლოგიებს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის. მაგალითად, უნდა დავნერგოთ სახეების ამოცნობის ტექნოლოგია საარჩევნო უბნებთან-ამის შესახებ განაცხადა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა. მისივე განცხადებით დადგა დრო, როცა ჩვენი სახლები, ჩვენი სამეზობლოები, მათ შორის ჩვენი ბიბლიოთეკები გადაიქცეს შტაბებად საქართველოს გადარჩენის. ჩემთვის ყველა, ვინც მებრძოლია და ყველა ვისაც საქართველო უყვარს და გონიერია, ლამაზია. და ყველა ვინც იქცევა წულუკიანივით არის უკიდურესად მახინჯი. ამიტომ აქ საქციელზეა საუბარი და არა გარეგნობაზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2020 00:00