მიხეილ სააკაშვილი დავით ბაქრაძის ინტერვიუს ეხმიანება

ბებიაჩემი მზია წერეთელი

“დავით ბაქრაძემ გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მე მათ ვუწოდე მოღალატეები. არც ერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში მე სიტყვა “მოღალატე” არ გამომიყენებია. სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება (იმედს ვიტოვებ გაუცნობიერებლად) უხეში ტყუილის თქმა, თანაც ისეთის, რომელიც ძალიან ადვილი გადასამოწმებელია.
20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს. ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს საფუძველს მოკლებულია. მე ყოველ დღე ვერთვები ჩვენს ათასობით აქტივისტს მთელს საქართველოში და კარგად ვიცი, რომ ისინი მზად არიან ყრილობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად-წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში მამამ 1 წლის შვილი 8-ე სართულიდან გადააგდო
შემდეგი სტატიავაკეში მამა გიორგის ესროლეს