ვაკეში მამა გიორგის ესროლეს

თბილისში, ვაკეში მამა გიორგი ცნობილაძეს ესროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2″ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა მამა შალვა კეკელიამ დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს. მამა გიორგი ცნობილაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი.​არსებული ინფორმაციით, ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

​”რუსთავი 2”-ის ცნობით, შს სამინისტროში თავდასხმის ფაქტი დაადასტურეს და განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი დავით ბაქრაძის ინტერვიუს ეხმიანება
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: ბატონი მიხეილი პირდად ეძახის თანაპარტიელებს გარიგებულებს და ყოფილ თანაგუნდელებს