მოსკოვში მამამ 1 წლის შვილი 8-ე სართულიდან გადააგდო

ტელეკომპანია ,,ზვეზდას,, ინფორმაციით, მოსკოვის შოლკოვსკის რაიონში მამამ 1 წლამდე ასაკის შვილი, 8-ე სართულზე არსებული საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადააგდო.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქემ, რომლის სახელიც არ ხმაურდება, მდივანზე მწოლიარე 1 წლამდე ასაკის შვილი ხელში აიყვანა, ფანჯარასთან მივიდა და ბავში გადააგდო… 8-ე სართულიდან გადმოვარდილი პატარა, მიღებული ტრამვებით ადგილზე გარდაიცვალა.
მოსკოვის პოლიციის მიერ მკვლელი მამა დაკავებულია. მიმდინარეობს მკვლელობის მოტივისა და სხვა გარემოებების დადგენა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის შსს რუსი ელჩის მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი დავით ბაქრაძის ინტერვიუს ეხმიანება