ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 208 ადამიანს. კორონავირუსი დაუდასტურდა 34 ადამიანს.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 141 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას მათგან 36 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის მობილურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა კოვიდდადასტურებული პაციენტი, 1 943 წელს დაბადებული მამაკაცი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 101, 52 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 3 470 ადამიანი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – საჩივრები იწერებოდა მხოლოდ რაოდენობისთვის, ეს იყო დაკვეთა, საჩივრების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ იყო პრეტენზიის არსი განსაზღვრული
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე