მიხეილ სააკაშვილი: მე არ ვარ მზად, რომ თავი მოვიკლა, არ ვაწერ ხელს დამარცხებას

მიხეილ სააკაშვილი დღეს „არჩევანის“-ს ეთერში უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრებს. როგორც გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი სააკაშვილი მის მიერ ოდესის გუბერნატორის თანამდეობის დატოვების საკითხსაც შეეხება:

„ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება. არის სიტუაცია როდესაც უნდა გაბედო. სიმართლის არ თქმა ეგ არის თავისთავად დიდი შეცდომა.“- აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი შიდაპარტიული პრობლემების საკითხსაც შეეხება:

„რა თქმა უნდა ვიღაცისგან გეწყინება, ვიღაც გაგაკრიტიკებს, ვიღაცა რაღაცას იტყვის მაგრამ შენ ხალხს არ უნდა გაებუტო. გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის მეტი დემოკრატია”- აცხადებს სააკაშვილი.

კითხვაზე როგორ მოქმედებს მისი ფაქტორი პარტიაზე მიმდინარე პროცესებზე სააკაშვილი პასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი ხალხმა უნდა გასცეს:

„კითხონ ხალხს, ააწევინონ მანდატები, მოდით დავემსგავსოთ საკუთარ თავს როგორებიც ვიყავით, ხალხის პარტია, ამომრჩევლებზე ორიენტირებული, პრობლემებზე ორიენტირებული, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი“- აცხადებს სააკაშვილი, მისი თქმით საჭიროა რომ ამომრჩევლებს პარტიამ მადლობა უთხრას.

პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ფუნქცია არაა პარტიის შიგნით რაიმე გადაწყვეტილებები მიიღოს:

„მე არ ვაპირებ გადაწყვეტილებების მიღებას პარტიის შიგნით, ეს ჩემი ფუნქცია არაა“- აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს სააკაშვილი დიდ აფიორად აფასებს:

„იყო ყველაზე დიდი აფიორა რაც ოდესმე ჩატარებულა საქართველოში, მე არ ვარ მზად რომ თავი მოვიკლა, არ ვაწერ ხელს დამარცხებას. ვის ვატყუებთ? თავს ვიტყუებთ ხო? დედის რძესავით შევირგეთ გაყალბება. ხალხი დაიცავს თავისთავს თუ ლიდერები მზად არიან იბრძოლონ მათთვის. ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ უნდა თქვას ქართველმა ხალხმა.“- აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო სტრატეგიას ანეკდოტურს უწოდებს:

„ჩვენ ვიყავით ანეკდოტურ სიტუაციაში, მმართველი გუნდი ლანძღავდა ოპოზიციას, ოპოზიოცია კი ლაპარაკობდა მხოლოდ 45 ათას სამუშაო ადგილზე“- აღნიშნავს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით მას სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე, არ შესულიყო პარლამენტში, არ უმოქმედია და მისმა მეუღლემ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ამასთანავე სააკაშვილი თავს უკრაინელ პოლიტიკოსად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის ახალ პარტიას დიდი შანსები აქვს.

banner
წინა სტატიაში(ექსკლუზივი) დონბასის სეპატარისტული დაჯგუფების ქართველი მებრძოლი ფეხში დაიჭრა
შემდეგი სტატია“ლართან დაკავშირებით მთავრობის განცხადება ტყუილებისა და არაკომპეტენტურობის ნაზავია”