“ლართან დაკავშირებით მთავრობის განცხადება ტყუილებისა და არაკომპეტენტურობის ნაზავია”

მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ “ენმ”-ში. დღეს გამართულ ბრიფინგზე ამასთანდაკავშირებით განცხაფება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობას მდგომარეობის გამოსწორების არანაირი გეგმა არ გააჩნია:

“ლართან დაკავშირებით მთავრობის განცხადება ტყუილებისა და არაკომპეტენტურობის ნაზავია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობას მდგომარეობის გამოსწორების არანაირი გეგმა გააჩნია. მდგომარეობა აქამდე მიიყვანა სწორედ ამ მთავრობის მავნებლურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რის თაობაზეც მუდმივად ვაფრთხილებდით.
გუშინ საქსტატმა საგარეო ვაჭრობის იანვარ-ოქტომბრის მონაცემები დადო. C ჰეპატიტის სამკურნალოდ ამერიკელების მიერ ნაჩუქარი მედიკამენტის გამოკლებით, ვარდნაა ექსპორტშიც (-7%) და იმპორტშიც (-2%) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ რიცხვებიდან მარტივად ჩანს, რომ კვირიკაშვილი და მისი მთავრობა ურცხვად იტყუება, როდესაც იმპორტის ზრდასა და, შესაბამისად, ქვეყნიდან დოლარის გაზრდილ გადინებაზე საუბრობს. რაც შეეხება ინფლაციას, სურსათსა და მედიკამენტზე, რასაც მოსახლეობა ძირითადად მოიხმარს, მატებაა წინა თვესთანაც და წინა წლის ოქტომბერთან შედარებითაც.
უკვე მერამდენედ ვისმენთ მთავრობის განცხადებას, რომ “მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.” 2015 წლის მარტში სწორედ კვირიკაშვილმა, მაშინ ეკონომიკის მინისტრმა დაანონსა ე.წ. “ქამრების შემოჭერის” პროგრამა, მაგრამ მას შემდეგაც ამ მიმართულებით ივანიშვილის მთავრობას ნაბიჯი არ გადაუდგამს.
ცინიკურად გამოუყურება მთავრობის განცხადება იმის თაობაზე, რომ “მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე” მაშინ, როდესაც სწორედ ამ მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად უკვე მე-5 წელი იწყება, რაც ადგილს ვტკეპნით და ეკონომიკა არ იზრდება.
მიგვაჩნია, რომ ასეთი არაფრისმთქმელი, ტყუილებითა და არაკომპეტენტურობით გაჯერებული განცხადებების ნაცვლად, მთავრობამ უნდა:
– შეწყვიტოს ბიუჯეტის დეფიციტური, უყაირათო და არათანაბარზომადი ხარჯვა
– შეწყვიტოს შიდა ვალის აღება
– წარმოადგინოს ბიუჯეტის, რომელშიც მკაფიოდ იქნება ასახული ეს მიდგომა”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მე არ ვარ მზად, რომ თავი მოვიკლა, არ ვაწერ ხელს დამარცხებას
შემდეგი სტატიაგერმანიაში ისლამისტების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო