(ექსკლუზივი) დონბასის სეპატარისტული დაჯგუფების ქართველი მებრძოლი ფეხში დაიჭრა

სააგენტო „თაიმერისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ უკრაინაში, დონბასის ოლქში საბრძლო შეტაკების დროს ეროვნებით ქართველი მეომარი, რომან ფარცვანია დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, მებრძოლი ფეხის არეშია დაჭრილი, თუმცა ჭრილობა სიცოცხლისათვის საშიში არ არის.

რომან ფარცვანია სეპარატისტების მხარდამჭერი დაჯგუფების წევრია. იგი წარმოშობით ზუგდიდელია. გარკვეული პერიოდი სოჭში ცხოვრობდა. მამამისი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი სამხედრო პირი იყო, რომელიც აფხაზ სეპარატისტებს და რუს ოკუპანტებს ებრძოდა , თუმცა შვილმა სხვა გზა აირჩია და სადღეისოდ დონბასის ე.წ. სეპატარისტულ არმიაში ირიცხება.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი “ქართული ოცნების” წევრების დეკლარაციებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მე არ ვარ მზად, რომ თავი მოვიკლა, არ ვაწერ ხელს დამარცხებას