მიხეილ მაჭავარიანი: ეჭვი არ მეპარება, რომ აუდიოჩანაწერები ფალსიფიცირებულია

„ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანია გადაიყვანოს სულ სხვა რელსებზე, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის ფალსიფიცრებული და სუს-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე მოპოვებული ჩანაწერების შეერთება”,- ამის შესახებ მიეხილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების მიზანია, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე ყურადღება პრობლემებიდან სხვა თემაზე გადაიტანოს.

„ჩვენ ვიბრძვით როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან, როგორ ვუშველოთ ეკონომიკას, როგორ გავზარდოთ პენსიები, „ქართული ოცნება“ ამაზე კი არ გვესაუბრება, არამედ გვისმენს და გვიდებს ფარულ ჩანაწერებს, იყენებს ამ საარჩევნო კამპანიას არასწორი ფორმით. ეს უკვე, თუ არ ვცდები, მეოთხე საქმეა, მაგრამ გამოძიების შედეგები არავის გაუგია, ეს არის მხოლოდ, ის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ილაპარაკოს ჩანაწერებზე და არა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე“,- აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: პაატა ბურჭულაძე, რომელიც თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდის, ყოველ თვე ხელფასის სახით 60 ათას ლარს იღებს
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” “ქართულ ოცნებას” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ