“თავისუფალი დემოკრატები” “ქართულ ოცნებას” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

“ქართული ოცნება“ ყველა ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, რათა რაიმე სახის წარმატებას მიაღწიოს არჩევნებზე, – ამის შესახებ,,ირაკლი ალასანია-თავსუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გია ცაგარეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი ცაგარეიშვილმა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ვახტანგ ბეჟიტაშვილთან და ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად წარმოადგინა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ მაჭავარიანმა განაცხადა, 24 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან კობერიძე პედაგოგებს შეხვდა, რომელსაც განათლების მინისტრიც ესწრებოდა.

„ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ “ქართული ოცნების“ კანდიდატს”, – განაცხადა ვახტანგ მაჭავრიანმა.

ვახტანგ ბეჟირტაშვილის განცხადებით, კასპის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი მეზურნიშვილს ხშირად სტუმრობს შტაბში მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავტომობილით.

„აღსანიშნავია, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს ,,მექანიზატორის“ დირექტორი ზურაბ თაყაიშვილი ხსენებული შპს-ს კუთვნილი ავტომანქანით იმყოფებოდა ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი მეზურნიშვილის საარჩევნო შტაბში, რომელიც მდებარეობს კასპში სააკაძის ქ. N5ბ-ში.

აღმაშფოთებელი და სრულიად უკანონოა ის, რომ ,,ქართული ოცნება“ 2016 წლის 29 სექტემბერს 17:00 საათზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიურ სპორტის სასახლეში იწვევს აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას და ომის ვეტერანებს, მხარდამჭერ საარჩევნო ღონისძიებაზე. უკანაკსკნელი დღეების მანძილზე ომის ვეტერანებს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს მასობრივად ურიგდებათ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოსაწვევევები, რაც არის კანონის უხეში დარღვევა, რაც ასევე გასაჩივრდება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან მსგავსი ღონისძებების გატარება წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას”, – აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

“ყველა შემთხვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის და სამსახურებრივი მდგომარეობის უკანონო გამოყენებას, ვინაიდან საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე და 48-ე მუხლების თანახმად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირებს ეკრძალებათ სამსახურებრივად ან სხვაგარად დაქვემდებარებულ პირებთან შეხვედრისას გააკეთონ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერი ან მისი საწინაღმდეგო შინაარსის განცხადებები, ასევე გამოიყენონ სამსახურებრივი დანიშნულების მანქანები და ნებისმიერი სახის ტექნიკა, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და იმ ორგანიზაციებს, რომელიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, რომლის დაკისრების თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი რაიონული ან საქალაქო სასამართლო, ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე“ , – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: ეჭვი არ მეპარება, რომ აუდიოჩანაწერები ფალსიფიცირებულია
შემდეგი სტატიაგოგა ხაინდრავა: “ნაციონალური მოძრაობა” ტერორისტული ორგანიზაციაა