მიხეილ კალანდიას მამა – ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს

გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ და ყველაფერი ჩემს შვილს შეტენეს, ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს,- ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას მამამ განაცხადა, რომლითაც სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება შეაფასა.

თენგიზ კალანდიას თქმით, თავიდანვე ვერ წაიყვანეს გამოძიება სწორი მიმართულებით, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილიყო.

„პროკურატურის, სასამართლოს, შსს-ს ინტერესიც იყო და „ოცნების“ ინტერესი იყო კიდევ, რომ თავიანთი გაფუჭებული ვერ გამოასწორეს და ყველაფერი ჩემს შვილს შეტენს, ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს. გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ, ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს, ექვსულიანი ოჯახი, რომელსაც არც ფული გვაქვს და არც ნაცნობობა. ჩვენ გაგვწირეს, ჩვენზე იყო ყველაზე ადვილად შესახოცი ხელი და იმიტომ. ჩვენ გაგვწირეს და თვითონ ყველა კარგადაა“ ,- განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას ძმა : საქართველოში სამართალი არ არსებობს, ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი