მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლე დავით მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდია სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.
განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

დაკავებულის მამა პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოში მივიდა – ბრალდების მხარე მიხეილ კალანდიასთვის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას მამა – ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს