ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოში მივიდა – ბრალდების მხარე მიხეილ კალანდიასთვის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება

ხორვას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივიდა.

ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ერთი თვის წინ იმყოფებოდა. მაშინ აღნიშნა, რომ სასამართლოში მიხეილ კალანდიასთვის განაჩენის გამოცხადების დღეს მივიდოდა.

პროკურორის ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დადასტურდება, რომ მიხეილ კალანდია ნამდვილად ბრალდებულია დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოში მკვლელობაში.

“ჩვენს მიერ წარმოდგენილ იქნა მთელი რიგი მტკიცებულები, რომლებიც ადასტურებდნენ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსი არსებულ ბრალდებას. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს არ აქვს საფუძველი აღნიშნული მტკიცებულების არგაზიარების. რაც შეეხება დაცვის მხარის განამრტებას, ეს არის გარკვეული სპეკულაცია, ვინაიდან ცდება სამართლებრივ ჩარჩოებს. შეფასების სიღრმეში არ შევალთ,” – განაცხადა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას განაჩენს საქალაქო სასამართლო დღეს გამოაცხადებს. პროცესი ამ წუთებში იწყება. ბოლო 8 თვის განმავლობაში საქმეზე ბრალდების 150 მოწმე დაკითხეს, თუმცა ადვოკატ ზურაბ თოდუას მტკიცებით, ბრალდებულის ბრალეულობა ვერც ერთმა დაამტკიცა.

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიმატარებლიდან ჩამოსმულ ჩინელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა