მიხეილ ჯანელიძე – მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის შიდა პოლიტიკის საქმეა

მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის უკრაინის შიდა პოლიტიკა და უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით მე განცხადებებს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის მიერ და ასევე აღძრულია საქართველოში.

“მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის უკრაინის შიდა პოლიტიკა და უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით მე განცხადებებს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება, ამ საკითხის სამართლებრივ განზომილებას, ჩვენ როგორც ვიცით საქმე აღძრულია უკრაინის მიერ და საქმე აღძრულია საქართველოში. წაყენებულია ბრალი და ამ კონტექსტში ურთიერთობები გაგრძელდება სამართლებრივი გადაწყვეტილებების ფარგლებში”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი – მგონია, რომ ახლა მღებრიშვილისგან ქმნით ახალ მინდია ჯანელიძეს და ახალ ჭიკაიძეს
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე – მიშას ქონება და ფული არასდროს დაუგროვებია