მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის ერთ-ერთი ძირითადი კომიტეტის მხრიდან, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის პროცესის შემადგენელი ნაწილი და ხაზს უსვამს ევროპული პროცედურების ძალიან წარმატებულ მიმდინარეობას, ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“დაიმსახურეს! “- იოჰანეს ჰანი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ გაცილებით ორგანიზებული ვართ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი